ქუთაისში, ასათიანის ქუჩაზე სანიაღვრე არხისა და საფეხმავლო ბილიკების მოწყობა დაიწყო.
მერიის ინფორმაციით, ადგილზე კაპიტალურად მოეწყობა დახურული სანიაღვრე ქსელი საფეხმავლო ბილიკებთან ერთად.
,,ასათიანის ქუჩა ერთ-ერთი პრობლემური მონაკვეთია ქალაქში. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე კაპიტალურად მოვაწესრიგოთ სანიაღვრე ქსელი და საფეხმავლო ბილიკები, რათა ადგილობრივ მოსახლეობას ერთხელ და სამუდამოდ მოუგვარდეს ქუჩაზე გადაადგილების პრობლემა,”-განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.
სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,ჯორჯიან სთოუნი” ახორციელებს, რომლის ღირებულება 1 მლ ლარზე მეტია.