ქუთაისში, უსაფრთხოების კულძულებზე საახალწლო ნაძვის ხეების მონტაჟი დაიწყო.
სამუშაოების ქუთაისის მერიის დაქვემდებარებაში არსებული ა(ა)იპ “ქუთგანათების სერვისი ახორციელებს.
“ქალაქში არსებულ 8 უსაფრთხოების კუნძულზე ნაძვის ხეები განთავსდება. განახლდება ძველი აქსესუარებიც და მზადდება ახალი ელემენტები. 100 000 ლარი დაიხარჯება საახალწლო მორთულობის შეძენაზე,”-განაცხადა ა(ა)იპ “ქუთგანათების” სერვისის ხელმძღვანელმა მალხაზ ბასილაძემ.
საახალწლო ნაძვის ხეები განთავსდება შემდეგ ქუჩებზე არსებულ უსაფრთხოების კუნძულებზე: ავტომშენებლი ქუჩის დასაწყისსა და ბოლოში, გუგუნავას ქუჩაზე, საფიჩხიის მოედანზე, ბუხაიძისა დაჯავახიშვილის ქუჩების გადაკვეთაზე, გამარჯვების მოედანზე, ზ. გამსახურდიასა და ი.აბაშიძის ქუჩების კვეთაზე, ნიკეას ქუჩაზე.
ფოტო: ა(ა)იპ “ქუთგანათების სერვისი”