19 დეკემბერს, 18:00 საათზე, ქუთაისის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრში საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორის და ფოტოგრაფის,
სოფო ბობოხიძის სახელობის საქველმოქმედო საღამო გაიმართება.
საქველმოქმედო აქციაზე ფოტომოყვარულების ნამუშევრები გაიყიდება. ღონისძიებიდან შემოსული თანხა განსაკუთრებული საჭიროების მქონე ოჯახს გადაეცემა. საქველმოქმედო საღამო ქუთაისის საკრებულოს ორგანიზებით მოეწყობა.
27 წლის სოფო ბობოხიძე 2016 წლის 11 დეკემბერს, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. მისი სახელობის საქველმოქმედო აქცია საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის, დავით დვალის ინიციატივით დაარსდა.