ქუთაისის აეროპორტიდან ავიარეისის შესრულების დროს თვითმფრინავის ბორტზე მგზავრი გარდაიცვალა.

რეისი ქუთაისიდან მილანის მიმართულებით 17 დეკემბერს შესრულდა. როგორც ავიაკომოპანია “ვიზეარის” განცხადებაშია ნათქვამი, მგზავრს აეროპორშიც და ბორტზეც პირველადი სამედიცინო დახმარება გაუწიეს, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

“2018 წლის 17 დეკემბერს, Wizz Air-ის ქუთაისი-მილანის რეისი W6 6411 ბელგრადში გადამისამართდა მას შემდეგ, რაც ერთ-ერთ მგზავრს სასწრაფო სამედიცინო დახმარება დასჭირდა. კონფიდენციალურობის დაცვის მიზნით, მგზავრის შესახებ ინფორმაცია არ არის ხელმისაწვდომი. ჩვენმა საფრენოსნო ეკიპაჟმა ბორტზე მგზავრს გადაუდებელი სასწრაფო დახმარება აღმოუჩინა. ასევე, ეკიპაჟის ორგანიზებით, სამედიცინო დახმარება ავიახომალდს ბელგრადის აეროპორტში ელოდა. სამწუხაროდ, Wizz Air ადასტურებს, რომ ბორტზე ეკიპაჟის წევრების მიერ თუ აეროპორტში სამედიცინო პერსონალის მიერ აღმოჩენილი სწრაფი და პროფესიონალური სამედიცინო დახმარების მიუხედავად, მგზავრის სიცოცხლის გადარჩენა ვერ მოხერხდა. Wizz Air ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს მგზავრის ოჯახის წევრებს,”-ნათქვამია ავიაკომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *