ოკაცეს კანიონი ვიზიტორების მიღებას მიმდინარე კვირის ბოლოდან გააგრძელებს.
ამ დროისთვის ტექნიკური სამუშაოების გამო ოკაცეს კანიონი დაკატილია.
როგორც დაცული ტერიტორიების სააგენტოში განგვიცხადეს, ტექნიკურმა ჯგუფმა ხიდზე პლასტმასის საფარის დაზიანება აღმოაჩინა. მიმდინარეობს საფარის აღდგენა.
ოკაცეს კანიონი საქართველოს ტურისტულ მიმართულებებს შორის, ერთ-ერთი პოპულარული მარშრუტია.