სათაფლიის მინის ხიდი – გადმოსახედი, საიდანაც ქუთაისის და მიმდებარე ტერიტორიის პეიზაჟი იშლება, დაკეტილი არ არის.
აღნიშნულის შესახებ დაცული ტერიტორიების სააგენტოში განაცხადეს. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოზე ჩანს, რომ ხიდი გადაკეტილია და მასზე გადასვლააკრძალულია. თუმცა, როგორც დაცული ტერიტორიების სააგენტოში განმარტავენ, ხიდი ძლიერი ქარის დროს დროებით იკეტება ხოლმე. ამ ეტაპზე ტერიტორიაზე შეზღუდვები არ ფიქსირდება.
ფოტო: თორნიკე ბარათაშვილი