ქუთაისში, მესხიშვილის თეატრის წინ, მთავარი საახალწლო ნაძვის ხის აწყობა დაიწყო.
საახალწლო ნაძვის ხე 28 დეკემბერს აინთება.
რადიო “ძველი ქალაქის” ინფორმაციით, ნაძვის ხე გორის ქალთა კამერული გუნდის სიმღერის ფონზე “ფიფქების ცეკვა” განათდება. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს ქუთაისის სიმფონიური ორკესტრიც, რომელიც “მაკნატუნას” შეასრულებს.
ასევე, ქალაქში არსებულ 8 უსაფრთხოების კუნძულზე ნაძვის ხეები განთავსდება. დაწყებულია საახალხლო განათების მონტაჟი.