17-20 დეკემბერს, ზესტაფონში, აღმაშენებლის ქუჩაზე ღამის საათებში მოძრაობა შეიზღუდება.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შპს “ჯორჯიან მანგანეზი”17 დეკემბრიდან 20 დეკემბრის ჩათვლით, ღამის 00:00 საათიდან დილის 08:00 საათამდე სამუშაოებს გეგმავს. საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 195-ე კმ-ზე, ზესტაფონში, აღმაშენებლის ქუჩაზე, საქარხნოს ქუჩაზე არსებული სარკინიგზო გადასასვლელების მოწესრიგება და ავტოტრანსპორტის გამტარუნარიანობის გაზრდის მიზნით ლიანდაგის რელსებს შორის მანძილის გაწმენდისა და შემდგომ მათი ასფალტით ამოვსების სამუშაოები იგეგმება. აღნიშნულის განსახორციელებლად საჭიროა სავალი ნაწილის დროებითი ჩაკეტვა და ავტოტრანსპორტის მოძრაობის გადართვა არსებული ადგილობრივი საავტომობილო ქსელის (დ. აღმაშენებლის ქუჩა) გამოყენებით.
საავტომობილო გზის მონაკვეთზე სამუშაოთა წარმოებისა და ჩაკეტვის ადგილებზე გამოყოფილი იქნება სათანადოდ აღჭურვილი შპს “ჯორჯიან მანგანეზი”-ს შესაბამისი თანამშრომლები (სიგნალისტები), რომლებიც უზრუნველყოფენ სამუშაოების წარმოების პერიოდში საავტომობილო ტრანსპორტის ნაკადის რეგულირებას.