ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრი 2 იანვარს, ოპერის თეატრში საახალწლო კონცერტს გამართავს.
საახალწლო კონცერტის მთავარი მასპიძელი ნატა სულხანიშვილი, პირველი არხის ცნობილი საბავშვო გადაცემების წამყვანი და ბავშვების საყვარელი გმირი ბაბილინაა. კონცერტზე მოწვეული იქნება მომღერალი ეკა მამალაძე.
“2 იანვარს გელოდებით ყველას, ვისაც უნდა ჯადოსნური ამბების მოსმენა ახალ წელზე,”-აცხადებენ ახალგაზრდულ ცენტრში.
კონცერტი 16:00 საათზე დაიწყება. დასწრება თავისუფალია.