17 დეკემბერს, 18:00 საათზე, ჭიათურის მერიის წინ მდებარე სკვერში საზეიმოდ აინთება საახალწლო ნაძვის ხე.
ასევე, განათდება ქალაქი, ჩატარდება კონცერტი და მოეწყობა ფოირვერკი.
“ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერია ღონისძიებაზე იწვევს თანაქალაქელებს მობრძანდნენ ბავშვებთან ერთად, მათ ლამაზი სანახაობა ელით,”-აცხადებენ მერიაში.
ჭიათურაში საახალწლო განათების მოსაწყობად 20 000 ლარია გამოყოფილი.