ქუთაისის საკრებულოსთან არსებული გენდერული
თანასწორობისა საბჭო უერთდება ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღის აღნიშვნას. საბჭოს წევრებმა სოციალურ ქსელში ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მეტად ცნობადობისთვის ფოტო მასალა გაავრცელეს.
“ჩვენი საბჭოს უმთავრესი დანიშნულება ადამიანის ფუნდამენტური უფლების ხელშეწყობა. ჩვენ ყოველთვის ხმამაღლა ვილაპარაკებთ სხვისი უფლებების დასაცავად. ასევე მნიშვნელოვანია, რომ დღეს ჩვენ გვაქვს მოცემულობა, როდესაც სახელმწიფოს მხრიდან ადამიანის უფლებების დაცვისკენ მეტი ძალისხმევა არის მიმართული.” – განაცხადა ირაკლი შენგელიამ.
ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე მსოფლიოში 1948 წლის 10 დეკემბერს, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დეკლარაციის მიღების შემდეგ დაწესდა.