აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტმა ქუთაისში,
დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში საპროექტო იდეების კონკურსის შესახებ იმერეთში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ინფორმაცია მიაწოდა. კონკურსს მოქალაქეთა ჩართულობის საგრანტო პროგრამა ჰქვია და მისი მიზანი საქართველოს მოქალაქეების ინტერესების დაცვა და მათი მხარდაჭერაა.