საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო
სამოქალაქო საბჭოების წევრების მიერ გამოვლენილ საჭიროებებს აქვეყნებს. ორგანიზაციის ინფორმაციით, ტყიბულში მოქალქეებმა მთავარი პრობლემები დაასახელეს, რომელთა დროულად გადაჭრაც სურთ.
ეს პრობლემებია:
1. სასმელი წყლის ხელმისაწვდომობა – სოფელ გელათის მოსახლეობის სასმელი წყლით უზრუნველყოფა.
2. მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა – კანალიზაციის სისტემის რეაბილიტაცია, წერეთლის ქ. #4-ში განთავსებული, კორპუსის, სასტუმრო “შევარდენის”შენობის, გამსახურდიას ქუჩა #40-ისა და ცირეკიძის ქუჩა #1-ში მდებარე კორპუსის
ბუნებრივი აირით უზრუნველყოფა.
3. ადმინისტრაციული/ სამართლებრივი საკითხების მოწესრიგება – ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ გელათის ადმინისტრაციული საზღვრების დადგენა (ისტორიული საზღვრების მიხედვით).