საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო

სამოქალაქო საბჭოების წევრების მიერ გამოვლენილ საჭიროებებს აქვეყნებს. ორგანიზაციის ინფორმაციით, ბაღდათში მოქალქეებმა მთავარი პრობლემები დაასახელეს, რომელთა დროულად გადაჭრაც სურთ. 

მოსახლეობა აქ სოფელ წითელხევის სასმელი წყლით უზრუნველყოფას და ამავე სოფელში ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ითხოვს.

უფრო კონკრეტულად პრობლემების ჩამონათვალი ასეთია: 

1. სასმელი წყლის ხელმისაწვდომობა – მოსახლეობის სასმელი წყლით უზრუნველყოფა. 

2. მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა – მდინარის ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩატარება. 

3. მოუწესრიგებელი საგზაო ინფრასტრუქტურა – შიდა გზების მოასფალტება. 

4. ანტისანიტარია – სანაგვე ურნებისა და ნაგავშემკრები კონტეინერების დამონტაჟება.

წითელხევი, მდინარე კორისწყლის (რიონის მარცხენა შენაკადი) ნაპირებზე,მ ზღვის დონიდან 200 მეტრზე მდებარეობს. სოფელი ბაღდათიდან 7 კილომეტრითაა დაშორებული. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში 3075 ადამიანი ცხოვრობდა. თუმცა ბოლო მონაცემებით, სოფელში მცხოვრებთა რაოდენობა შემცირდა. 2014 წლის მონაცემებით, აქ 2 079 ადამიანი ცხოვრობს.

ორგანიზაციაში იმედოვნებენ, რომ იმერეთის რეგიონში გამოვნეილი პრობლემებით შესაბამისი უწყებები დაინტერესდებიან და მოსახლეობის პრობლემების გადაჭრა მოხდება. 

ფოტო: თამუნა ლილუაშვილი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *