საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო
სამოქალაქო საბჭოების წევრების მიერ გამოვლენილ საჭიროებებს აქვეყნებს. ორგანიზაციის ინფორმაციით, წყალტუბოში მოქალქეებმა მთავარი პრობლემები დაასახელეს, რომელთა დროულად გადაჭრაც სურთ.
ეს პრობლემებია :
1. მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა – ლორთქიფანიძის ქუჩაზე, გურამიშვილის#6-ისა და #1 ბაღის მიმდებარედ კანალიზაციის მოწესრიგება, წყალტუბოს პარკში საზოგადოებრივი საპირფარეშოს მოწყობა, წყალტუბოს პარკის, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სოფელ მეორე უბნისა და სოფელ გუმათის წყლით უზრუნველყოფა, ქალაქში ბავშვთა გასართობი მოედნებისა და სპორტული კომპლექსის მოწყობა, დედაენის ქუჩაზე ტროტუარის მოწყობა, წყალტუბოს ცენტრალურ პარკში ხიდების ადაპტირება შეზღუდული შესაძლებლობებისმქონე პირთათვის, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელი მეორე უბნის ბუნებრივი აირით უზრუნველყოფა.
2. საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოუწესრიგებელი სისტემა – სოფელ დღნორისას, ხომულისა და ზარათის საზოგადოებრივი ტრანსპორტით უზრუნველყოფა.
3. მოუწესრიგებელი საგზაო ინფრასტრუქტურა – გურამიშვილის ქ. #2-ში, ასევე სოფლებში: ჩუნეში, ხომულში, მაღლაკში, რიონსა და ზარათში გზის საფარის მოწესრიგება.