საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო სამოქალაქო

საბჭოების წევრების მიერ გამოვლენილ საჭიროებებს აქვეყნებს. ორგანიზაციის ინფორმაციით, ქუთაისში მოქალქეებმა მთავარი ბრობლემები დაასახელეს, რომლის ასახვაც 2019 წლის ბიუჯეტში სურთ და რომლის მოგვარებასაც მომავალი წლისთვის ელოდებიან. 

1. საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოუწესრიგებელი სისტემა – საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოსაცდელიადგილების მოწესრიგება,  საზოგადოებრივი ტრანსპორტის ადაპტირება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის, მოქალაქეებზე მორგებული გადაადგილების გრაფიკის გაწერა, გრაფიკის შესრულების კონტროლი. 

2. მოუწესრიგებელი საგზაო ინფრასტრუქტურა – ნიკეას ქ. #21-ში მისასვლელი გზის საფარის მოწესრიგება, გუგუნავას ქუჩაზე გზის საფარის მოწესრიგება, ნიკეას ქუჩიდან გამსახურდიას ქუჩაზე გასასვლელის მოწესრიგება, გზის გამყოფი აღნიშვნისა და გარე განათების მოწყობა, ხმოვანი შუქნიშნების დამონტაჟება, ზებრა -გადასასვლელების მოწესრიგება-გადაღებვა, ზ. ჭავჭავაძის ქუჩაზე მოძრაობის დარეგულირება,ლითონის კონსტრუქციისსაფეხმავლო გადასასვლელის მოწყობა, ზ. გამსახურდიას გამზირსა დაორახელაშვილის ქუჩის კვეთაზე შუქნიშნის
მოწყობა, ზ. ჭავჭავაძისა და ნიკეას ქუჩის კვეთაზე მიწისქვეშა გადასასვლელისა და ტროტუარების მოწესრიგება.

3. ანტისანიტარია – ახალგაზრდობის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული წყლის არხის სანაპიროს მოწესრიგება.

4.მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა – ზ. ჭავჭავაძის გამზირზე #58 კორპუსის სადრენაჟე სისტემის მოწესრიგება, თამარ მეფის ქუჩაზე საფეხმავლო, ბილიკებისა და პანდუსების რეკონსტრუქცია, ისტორიულ უბანში არსებული ავარიული სახლების გამაგრება-რესტავრაცია, საზოგადოებრივი ტუალეტების მოწყობა.

ორგანიზაციაში იმედოვნებენ, რომ აღნიშნულით შესაბამისი უწყებები დაინტერესდებიან და მოსახლეობის პრობლემების გადაჭრა მოხდება. 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *