“არა ქალთა მიმართ ძალადობას!” – ქუთაისში
დისკუსია გაიმართა. ქალთა მიმართ ძალადობის წინააღდეგ 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების დააგენოსა და საარჩევნო სოსტემების საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ იმსჯელეს. როგორც მომხსენებლება აღნიშნეს, ქალების უმეტესობა მათ მიმართ განხორცილებულ ძალდობის გამხელას ერიდება, ზოგ შემთხვევაში ვერც კი აცნობიერებენ, რომ ისინი ძალადობის მსხვერპლები არიან.
“კამპანიას უერთდება ქუთასისიც. ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისთვის აქტიურად ახორციელებს კამპანიას ქალტა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ. ეს იქნება გარე აქციები თუ სხვადასხვა გადაცემები. წლების წინ ჩატარებული კვლევების შედეგად, რომელიც არაერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ და მათ შორის ჟურნალისტთა ქსელმა გენდერული თანასწორობისათვის ჩაატარა გამოკითხვა, აღმოჩნდა რომ ქალების ძალიან დიდმა ნაწილმა არ იცოდა იყვნენ თუ არა ძალადობის მსხვერპლები. ისინი ამბობდნენ, რომ თუნდაც ის რომ მეუღლე უყვირის, ან ოჯახის რომელიმე წევრი აიძულებს გააკეთოს ის, რაც მის სურვილს არ შეესაბამება, არ მიიჩნევდნენ, რომ იყვნენ ძალდობის მსხვერპლები. იმისათვის, რომ მათ ჰქონდეთ ინფორმაცია თავიანთი უფლებების შესახებ, რა ტიპის ძალადობა არსებობს – ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური, აუცილებელია მეტი ასეთი შეხვედრა გაიმართოს და საზოგადოება იყოს ინფორმირებული”,- განაცხადა ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვის ქუთაისის გენდერის მედია ცენტრის” დირექტორმა ქეთევან ბერძენიშვილმა.
“აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემკრატიისათვის” ქუთაისის ოფისის კოორდინატორმა თემურ ჯვარშეიშვილმა ყურადღება საკნონმდებლო მხარეზე გაამხვილა. ისაუბრა იმაზე, თუ რა შეიცვალა ქალთა მიმართ ძალადობის კუთხით სამართლებივ ნაწილში. როგორც მან აღნიშნა, ძალადობის შესახებ პოლიციაში მიმართვიანობა წინა წლებთან შედარებით გაზრდილია, თუმცა მისივე თქმით, ეს ცნობიერების ამაღლებითაა განპირობებული და არა იმით, რომ ადრე მსგავსი ფაქტები არ ხდებოდა.
ერთ ერთი მომხსნებელი კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის “სენის” კოორდინატორი იმერეთში, გენდერის სპეციალისტი მაიკო კეზევაძე იყო, რომელიც ძალადობის მსხვერპლი ქალები დასაქმების მიმართუყლებით მუშაობს. აღნიშნული პროგრამა ხელს უწყობს ქალების გაძლიერება და იმას, რომ დამოუკიდებლად შეძლონ ცხოვრების გაგრძელება.
გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანია 1991 წლიდან მთელ მსოფლიოში აღინიშნება. კამპანია მიზნად ისახავს ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებასა და ქალთა უფლებების ირგვლივ სამოქალაქო კონსოლიდაციის გაძლიერებას.