ქუთაისში ქუჩაში კარადები დადგეს წარწერით “ვისაც გაქვთ გაიღეთ, ვისაც არ გაქვთ აიღეთ”,
“გააზიარე სითბო”. კარადებში მიუსაფარი ადამიანებისთვისათვის ტანსაცმელი და ფეხსაცმელია განთავსებული. კარადაში ტანსაცმლის დატოვება ან აღება ნებისმიერ ადამიანს შეუძლია.
ქუთაისში კარადები წერეთლისა და ფალიაშვილის ქუჩებზეა განთავსებული.
შეგახსენებთ, რომ საქველმოქმედო აქცია სახელწოდებით “გააზიარე სითბო” თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე დაიწყო. რამდენიმე მეგობარმა ქუჩაში ხის კარადა დადგა და სოციალურად დაუცველებისთვის თბილ ტანსაცმელთან ერთად სურსათიც დატოვა.