ქუთაისის მერია ბავშებისათვის

 

საახალწლო ნობათს შეიძენს. 750 ბავშვს ნობათს 2019 წლის 1 იანვარს ქუთაისის ნიღბების თეატრში გადასცემენ, ხოლო დანარჩენი 750 კუთვნილ საჩუქარს ქუთაისის ოპერის თეატრის ფოიეში 2 იანვარს მიიღებს.

ჟელირებული კანფეტი , შოკოლადის ბატონი,ბატონი, რძიანი შოკოლადით,შაქარყინულოვანი სფეროსებური კარამელი ჯოხით,ვაფლი, რძიან შოკოლადში,ორცხობილა და ბრენდირებული შოკოლადი – ეს ის პროდუქტებია, რომლებიც ბავშებს სახალწლო ღონისძიებების ფარგელბში გადაეცემათ.

თითოეული ნობათი უნდა იყოს შეფუთული და მოთავსებული ლურჯი ფერის, კოტონის, ქარხნული წესით გაფორმებულ, საახალწლო ორნამენტებით მორთულ ქისაში. ქისისათვის შერჩეული ქსოვილი უნდა იყოს მდგრადი, ზომა 18/20 სმ, ერთი გასაყრელი ზონარით, დეკორატიული ეფექტით.

ნობათის შესაძენად 12 ათასი ლარია განკუთვნილი. სატენდერო წინადადებების მიღება 9 დეკემბერს იწყება და 12 დეკემბერს დასრულდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *