ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით,
საწვავზე ფასების შემცირება დაწყებულია და კიდევ შემცირდება. მათი ინფორმაციით, ნავთობოს ფასი გლობალურ ბაზარზე და „S&P Global Platts”- ის მიხედვით შემცირებულია. ფასების კლება სქართველოზეც აისახება.
” ამ ტენდენციების ასახვა დროის გარკვეულ პერიოდში აუცილებლად მოხდება საქართველოს საცალო ქსელზეც. ეს დამოკიდებულია იმ პროცესთან, რომელიც უკავშირდება საქართველოში დაბალფასიანი პროდუქციის იმპორტსა და ადრე შედარებით მაღალ ფასად შეძენილი პროდუქციის მისით ჩანაცვლებას. ჩანაცვლების პროცესი მიმდინარე პერიოდში შეიძლება დროში გაიწელოს საწვავის მოხმარების შემცირებიდან გამომდინარე, რაც დაკავშირებულია სეზონურობასთან (წლის ამ პერიოდში საწვავის მოხმარება შედარებით მცირდება ზაფხულის პერიოდთან შედარებით).
ამ პროცესის ასახვა ჩვენს საცალო ქსელში არსებულ საწვავის ფასებზე უკვე მოხდა. კერძოდ, საწვავის ფასი მიმდინარე ეტაპზე შემცირდა საშუალოდ 5-7 თეთრით ლიტრაზე,ფასის შემცირება მომავალშიც გაგრძელდება. “- წერია ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებაში.