ქუთაისის მერიაში სტიქიასთან დაკავშირებით
საგანგებო შტაბი შეიქმნა. ადგილობრივი თვითმმართველობის წევრები, იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის, ინფრასტრუქტურის და რეგიონული განვითარების სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, ქალაქის მასშტაბით ზარალს აღწერენ. ამ დროის მონაცემებით ქუთაისში ძლიერმა ქარმა 100-მდე მეტ სახლს დაუზიანა სახურავი და რამდენიმე ათეული ხე წააქცია.
“ქუთაისის მერიის ყველა სამსახური საგანგებო რეჟიმზე მუშაობს მოქალაქეებს ნებისმიერ დროს აქვთ საშუალება დარეკონ და ზარალის შესახებ შეგვატყობინონ. სპეციალური სამსახურები ადგილზე მუშაობენ რათა დროულად მოხდეს დაზიანებული ხეებისგან და თუნუქის ნარჩენებისგან ტერიტორიების დასუფთავება. კეთდება ყველაფერი იმისთვის რომ დროულად მოხდეს ზარალის აღწერა და შესაბამისი რეაგირება.”-განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.