ქუთაისის მერმა ჭავჭავაძის
N 49 კორპუსის მაცხოვრებლებს გადასახური მასალა მიუტანეს. ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროსა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების განცხადებით, უკვე ხვალიდან დაიწყება მოსახლეობისთვის გადასახური მასალის დარიგება რათა დროულად მოხდეს ყველა დაზიანებული ბინისა თუ კორპუსის გადახურვა და დამატებითი პრობლემები არ შეექმნას ადგილობრივ მოსახლეობას უამინდობისას.
კორპუსების გადასახური მასალას და მის სამონტაჟო სამუშაოებს სრულად ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტრო აანაზღაურებს.
რაც შეეხება კერძო სახლებს, მესაკუთრეთა გადასახური მასალით უზრუნველყოფა მოხდება.
“24 საათიან რეჟიმში ვმუშაობთ რათა დროულად მოხდეს რეაგირება ყველა ფაქტზე და მოსახლეობამ რაც შეიძლება მალე მიიღოს გადასახური მასალა,”-განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.