3 დეკემბერს მსოფლიო შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. საქართველოში ჯერ კიდევ პრობლემური რჩება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვა, საზოგადოებაში ინტეგრაცია, სხვადასხვა სერისებზე თანაბარი ხელმისაწვდომობა, საზოგადოებრივი ცნობიერება და ინფორმირებულობის ხარისხი.
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღე 1992 წელს, გაეროს მიერ დაარსდა და მისი მიზანია გაამახვილოს ყურადღება იმ დისკრიმინაციასა და უგულვებელყოფაზე, რომელსაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები განიცდიან.
საქართველომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა კონვენციას და მის ფაკულტატურ ოქმს ხელი 2009 წელს მოაწერა.