ძლიერი ქარის გამო ქუთაისის მერიის ყველა სამსახური მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის.
“ყველა მოქალაქეს, ვისაც რაიმე სახის პრობლემას შეუქმნის ძლიერი ქარი, შეუძლია მერიის ცხელ ხაზს დაუკავშირდნენ. ასევე, საბინაო სამსახურის წარმომადგენლებს,”-ნათქვამია ქუთაისის მერიის განცხადებაში.
ქუთაისში ქარი კიდევ უფრო გაძლიერდება. გარემოს ეროვნული სააგენტოს კოლხეთის დაბლობის ობსერვატორიის ინფორმაციით, ქარის სიმძლავრე მოიმატებს 33 მეტრი წამში, რაც სტიქიის კვალიფიკაციით ხასიათდება. მათივე ინფორმაციით, ქარის სიმძლავრე ხვალ დილამდე შენარჩუნდება.
ქუთაისში ძლიერმა ქარმა სახურავი რამდენიმე კორპუსს გადახადა და მოთხარა რამდენიმე ხე.
ცხელი ხაზის ნომრებია: 0(431)31 06 00 ან 130;
საბინაო სამსახურის ნომრებია: 551 404513 ან 599221920.