ძლიერმა ქარმა ქუთაისში, ცენტრალურ
ბაღში ხე მოგლიჯა. შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი დაშავდა. ადგილი ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული. ქარის გამო დაზიანდა ხეები ქუთაისის სხვა უბნებშიც, მათ შორის გაპონოვის ქუჩაზე.
ცენტრალურ ბაღში ა(ა)იპ “სპეციალური სერვისების” წარმომადგენლები მუშაობენ.