იმერეთის სამხარეო ადმინისტრაცია საგანგებო რეჟიმში მუშაობს.

მათივე ინფორმაციით, ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა რეგიონში. დაზიანებულია რამდენიმე მრავალსართულიანი კორპუსებისა და კერძო სახლების სახურავები, წაქცეულია ხეები და დაზიანებულია ელექტროსადენები.

“უკვე ლოკალიზებულია ხანძარი, რომელიც მოედო ფერდობებსა და საცხოვრებელ სახლს. მოსახლეობის ნაწილს უკვე მიეწოდება ელექტროენერგია. იმერეთის ყველა მუნიციპალიტეტი არის მობილიზებული, შექმნილია საგანგებო შტაბები და მიმდინარეობს ზარალის დათვლა. ასევე, პრობლემების აღმოსაფხვრელად ტარდება შესაბამისი ღონისძიებები,”-აცხადებენ იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში.

გარემოს ეროვნული სააგენტოს კოლხეთის დაბლობის ობსერვატორიის ინფორმაციით, ქარის სიმძლავრე ხვალ დილამდე შენარჩუნდება.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *