ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ახალ ავიამიმართულებას ამატებს.
კრაკოვი – ქუთაისი – კრაკოვის მიმართულებით მგზავრებს ფრენა 18 სექტემბრიდან შეეძლებათ. ფრენები კვირაში 2 სიხშირით, ოთხშაბათსა და კვირას შესრულდება.
აეროპორტიდან ავიარეისებს ერთ-ერთი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია “ვიზეარი” ასრულებს, რომელიც ქუთაისში 2012 წლიდან ოპერირებს.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ხელახლა აშენდა 2012 წელს და არის რეგიონში ერთადერთი საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების მომსახურებას.