ქუთაისში ყინულის მოედანი მუშაობას 3 თვეში განაახლებს.

ინფორმაციიას ქუთაისის მერიის ა(ა)იპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანება ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, გამოცხადებული ტენდერი, რომელიც ქუთაისის ყინულის მოედნისთვის საყინულე დანადგარის (ჩილერის) შეძენა-დამონტაჟებას ითვალისწინებდა, დასრულებულია.

სატენდერო ღირებულება თავდაპირველად 218 000 ლარს შეადგენდა. ტენდერში 164 999 ლარით შ.პ.ს. “ტრემაქს ჯორჯიამ” გაიმარჯვა. კომპანიასთან ხელშეკრულება 2018 წლის 20 ნოემბერს დაიდო.

სატენდერო პირობების მიხედვით, შ.პ.ს. “ტრემაქს ჯორჯია” დანადგარის სრულ მონტაჟს ხელშეკრულების დადებიდან 95 კალენდარულ დღეში 3 წლიანი გარანტიით უზრუნველყოფს.

შეგახსენებთ, ყინულის მოედანი რამდენიმე თვეა აღარ ფუნქციონირებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *