საჩხერის მუნიციპალიტეტის კონფლიქტისპირა

სოფლებში წყალმომარაგების სისტემის მოწყობა იგეგმება. მუნიციპალური განვითარების ფონდმა სამუშაოების დასაწყებად ტენდერი უკვე გამოაცხადა.

“საქართველომ მიიღო ევროპის საინვესტიციო ბანკისაგან (EIB) დაფინანსება საქართველოს ურბანული რეკონსტრუქციის და განვითარების პროექტის  განსახორციელებლად და განზრახული აქვს ამ სახსრების ნაწილი გამოიყენოს შემდეგი კონტრაქტით გათვალისწინებული გადახდებისათვის: “საჩხერის მუნიციპალიტეტის კონფლიქტისპირა სოფლებში წყალმომარაგების სისტემის მოწყობა”. – აღნიშნულია სატენდერო დოკუმენტაციაში.

სამუშაოების დასრულების შემდეგ წყალმომარაგებით უზრუნვეყოფილი იქნება საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფლები: პერევი, დარყა, ჭალა, სპეთი.  სამუშაოებისათვის 12 მილიონ 6 ათას 300 ლარია განკუთვნილი. სატენდერო წინადადებების მიღება 6 დეკემბერს დაიწყება და 12 დეკემბერს დასრულდება.

ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები დაწყებიდან 540 დღეში უნდა შეასრულოს.

ფოტო: mdf.org.ge (ფოტოზე საჩხერის მუნიციპალიტეტის საირხის ადმინისტრაციულ ერთეულში სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *