თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითში
წყალსადენის ქსელისრეაბილიტაციის მეორე ფაზისათვის 2 მილიონ 666 ათას 62 ლარია გამოყოფილი. შესაბამისი ტენდეწრი მუნიციპალური განვითარების ფონდმა უკვე გამოაცხდა. სატენდერო წინადადებების მიღება 6 დეკემბერს დაიწყება და 12 დეკემბერს დასრულდება.
ღვანკითის წყალსადენის ქსელის რეაბილიტაცია ევროპის საინვესტიციო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი ღირებულება 3 მილიონ ლარს სცდება. სამუშაოები ითვალისწინებს სათავე ნაგებობის, სამარაგო რეზერვუარის და შიდა ქსელის მოწყობას. პროექტის განხორციელების შედეგად, სოფელ ღვანკითის 250 ოჯახს 24-საათიანი წყალმომარაგება ექნება.