ქუთაისი-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე, ქუთაისთან ახლოს, საწვავის

დაღვრამ მოძრაობის შეფერხება გამოიწვია. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, საწვავი სატვირთო ავტომობილიდან დაიღვარა. 

როგორც თვითმხილველები ამბობენ, გზაზე დაღვრილმა საწვავმა რამდენიმე ავტომობილის მოცურება და დაზიანება გამოიწვა, თუმცა აღნიშნულს შსს-ში არ ადასტურებენ.

ამ დროისათვის გზაზე მოძრაობა აღდგენილია. შსს-ს ინფორმაციით, ტერიტორია დასუფთავებულია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *