თერჯოლაში, სიქთარვაში, რძის გადამამუშავებელი ახალი საწარმო გაიხსნა.
შპს “ზეკარი”, სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, “ერთიანი აგროპროექტის” ფარგლებში შეიქმნა. საწარმოში ჯამურად 996,000 ლარამდე ინვესტიცია განხორციელდა, აქედან 428 000 ლარი გრანტია, ხოლო 461 000 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტი.
საწარმოში წელიწადში 41 ტონა სულგუნსა და 29 ტონა იმერულ ყველს აწარმოებენ და პროდუქციის რეალიზაციას ადგილობრივ ბაზარზე ახდენენ. ადგილზე 15 ადამიანია დასაქმებული.
კომპანიაში დაგეგმილია 2019 წელს, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს მხარდაჭერით, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტის დანერგვა.
2013 წლიდან დღემდე, “ერთიანი აგროპროექტის” ფარგლებში, 180 ახალი საწარმოს შექმნა დაფინანსდა.