ბაღდათში, სოფელ ზეკარში, ტყეში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია.
ცეცხლის გავრცელების საშიშროება აღარ არსებობს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის, მიმდინარეობს ცალკეული კერების დამუშავება და ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები.
“ზეკარის ხეობაში ჩვენმა მეხანძრე-მაშველებმა, ურთულესი რელიეფის მიუხედავად, შეძლეს ხანძრის ლოკალიზება. ამ დროისთვის მიმდინარეობს ცალკეული კერების დამუშავება. ადგილზე კვლავ რჩებიან სახანძრო-სამაშველო ძალები და სატყეო დეპარტამენტის წარმომადგენლები, რომლებიც პირველივე დღიდან მუშაობდნენ ზეკარის ხეობაში”, – განაცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსმა, ალექსანდრე ხვადაგიანმა.
დამწვარია 10 ჰა ფართობი.