ტყიბულში ქურთუკების სამკერვალო საწარმო აშენდება.
პროდუქცია ადგილობრივთან ერთად საერთაშორისო ბაზარზე გავა ექსპორტზე. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 5 მლნ აშშ დოლარია.
ქარხანაში, პირველ ეტაპზე 300-მდე ადამიანი დასაქმდება, ტყიბულში წარმოებული მსოფლიოში ცნობილი ბრენდული ქურთუკები კი ადგილობრივ და ევროკავშირის ბაზარზე გაიყიდება.
შეთანხმება “ძიანგსის ჰუაჟაო მენეჯმენტის კომპანიასთან” პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის შანხაიში ვიზიტის ფარგლებში გაფორმდა.