ავარია მოხდა ზესტაფონი-ქუთაისის საავტომობილო გზაზე, თერჯოლის გადასახვევთან.
დიდი სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომობილი გზის გამყოფ ბორდიულს შეეჯახა, გზიდან გადავარდა და ცეცხლი გაუჩნდა.
არსებული ინფორმაციით, ავტომობილი საქორწინო კორტეჟს მიყვებოდა, რომელიც თბილისიდან ზუგდიდისკენ მიემართებოდა.
შსს-ის ინფორმაციით, დაშავებულია 3 ადამიანი. მათივე განმარტებით, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.
საქმეზე გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს.
შემთხვევის ადგილიდან ვიდეო მასალას TV პირველი ავრცელებს.