ქუთაისში, 118-ე საარჩევნო უბანზე,
ამომრჩეველთა სიაში ამომრჩეველმა ხუთი წლის წინ გარდაცვლილი შვილი აღმოაჩინა.
თამარ ლომსაძის თქმით, მაშინ, როცა სიაში საკუთარ თავს ეძებდა, შვილის ფოტო დაინახა და კომისიას ფაქტზე რეაგირება მოსთხოვა. ამომრჩეველი ითხოვს, გაუქმდეს ბიულეტინი. მისივე განმარტებით, გარდაცვლილი ბიჭი კედლის სიაში არ ფიქსირდება, თუმცა, დავით ლომსაძის სახელი და გვარი სამაგიდო სიაში აღმოჩნდა.
კომისიის თავმჯდომარის თქმით, დაინტერესებულმა პირმა ცესკოს უნდა მიმართოს, რადგან ფაქტზე რეაგირება მათ კომპეტენციაში არ შედის.
ქუთაისში 156 051 ამომრჩეველია რეგისტრირებული. ქალაქში 124 საარჩევნო უბანია გახსნილი. მოქალაქეები არჩევანს 25 კანდიდატს შორის გააკეთებენ.