12:00 საათის მონაცემებით, ქუთაისის 59-ე საოლქო
საარჩევნო კომისიაში 21 საჩივარი დაფიქსირდა. მათ შორის 7 საჩივარი საიას, ხოლო 4 “სამართლიან არჩევნებს” ეკუთვნის, დანარჩენი საჩივრები პოლიტიკური სუბიექტებისგანაა შესული.
59-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ავთანდილ ოსეფაიშვილის თქმით, გამოვლენილი დარღვევები საარჩევნო პროცესს არ აფერხებს და მასზე რეაგირება დადგენილ ვადებში მოხდება.
ქუთაისში 156 051 ამომრჩეველია რეგისტრირებული. ქალაქში 124 საარჩევნო უბანია გახსნილი. მოქალაქეები არჩევანს 25 კანდიდატს შორის გააკეთებენ.