ქუთაისში თეთრი ხიდი 3 ნოემბერს, 19:00 სთ-ზე გაიხსნება.

ქუთაისის მერიის ინფორმაციით, ხიდის გახსნის ღონისძიებაში გოგი ალექსიძის თბილისის თანამედროვე საბალეტო დასი მიიღებს მონაწილეობას. საღამოზე წარმოდგენილი იქნება პერფომანსი ცისფერყანწელთა საარქივო ხმებზე. ღონისძიებას ქუთაისის საოპერო გუნდი დაასრულებს.

თეთრი ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა. ხის საფეხმავლო იატაკი ლითონით ჩანაცვლდა. თავიდან შეიღება მოაჯირი. ხიდზე ამოიტვიფრა ციტატები, რომელიც თეთრ ხიდსა და ქუთაისს ეხება. ამ დროისთვის თეთრ ხიდზე ტექნიკური სამუშაოები დარჩა ჩასატარებელი, მათ შორის სანათების მონტაჟი და იატაკის ზედაპირის გალაქვა.

თეთრი ხიდის გახსნა რამდენჯერმე გადაიდო, შემსრულებელი კომპანია “ალმა რუს საქართველო” სამუშაოების გაჭიანურების მიზეზად რეკონსტრუქციის გაუთვალისწინებელ სირთულეს ასახელებდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *