ტექნიკური სამუშაოების გამო ოკაცეს კანიონი დაიკეტა.
ვიზიტორები მის დათვალიერებას დროებით ვეღარ შეძლებენ. როგორც დაცული ტერიტორიების სააგენტოში აცხადებენ, ტექნიკურმა ჯგუფმა ხიდზე პლასტმასის საფარის დაზიანება აღმოაჩინა. მათივე ინფორმაციით, კანიონი მუშაობას დაზიანებული საფარის განახლებისთანავე გააგრძელებს. სააგენტოში სამუშაოების დასრულების ზუსტ ვადას ვერ ასახელებენ.