ჭიათურაში მეკლდეურთა შორის გოდერძი სამხარაძის სახელობის ტურნირი გაიმართა.
შეჯიბრი გოგონებსა და ვაჟებს შორის კლდეზე ცოცვაში შედგა. ასპარეზობაში 14-18 წლამდე ჭიათურელი მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
ტურნირი ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის, “ჯორჯიან მანგანეზის”მხარდაჭერითა და მეკლდეურთა კლუბ “კარიანი კლდეს” ორგანიზებით გაიმართა.
გამარჯვებულთათვის მუნიციპალიტეტის მერიამ საპრიზო ფონდი დააწესა და პირველ ადგილზე გასულებმა 300, მეორეზე 200,ხოლო მესამე საპრიზო ადგილის მფლობელებმა 150 ლარი მიიღეს.
გოდერძი სამხარაძის მეკლდეურთა ტურნირი წელს პირველად ჩატარდა და ის ტრადიციული გახდება. ალპინისტს არაერთი მწვერვალი აქვს დაპყრობილი, მათ შორის: მწვერვალი იალბუზი და მყინვარწვერი.