გარდაიცვალა ქუთაისელ მხატვართა უფროსი თაობის წარმომადგენელი, მოქანდაკე,
მრავალმხრივი, ჟანრობრივად მრავალფეროვანი, საკუთარი სტილითა და ხელწერით გამორჩეული ხელოვანი, აკაკი კიკვაძე.
ქუთაისში წარმოდგენილია მისი ნამუშევრები, პოეტების ზურაბ კუხიანიძისა და ოთარ მანფორიას, მწერალ გურამ ფანჯიკიძის ბიუსტები.
წლების განმავლობაში პროფესორი აკაკი კიკვაძე პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა.