ქუთაისში ჭავჭავაძის გამზირზე, ცენტრალური ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორია მოასფალტდა.

 

ინფრასტრუქტურული სამუშაოები სადგურის ტერიტორიის როგორც წინა, ასევე უკანა მხარესაც განხორციელდა.

მუშაობის პროცესს ზედამხედველობას მერიის კეთილმოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახური უწევს.

როგორც ქუთაისის მერიაში აცხადებენ, აღნიშნულ ადგილზე გზა რამდენიმე ათეული წელია არ შეკეთებულა. მოსახლეობას და კერძო ბიზნესის წარმომადგენლებს სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე გამუდმებით ჰქონდათ გადაადგილების პრობლემები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *