ბაღდათის მუნიციპალიტეტში ტრადიციული სახალხო დღესასწაული ბაღდათობა აღინიშნა.

მთელი დღის განმავლობაში ქალაქის ცენტრში გამოფენილი იყო ფესტივალის მონაწილეებისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის აღსაზრდელების მიერ შესრულებული ნამუშევრები, ადგილობრივმა მეღვინეებმა კი თავიანთი ნაწარმი წარმოადგინეს. ცენტრალურ მოედანზე სპორტული შეჯიბრებები ჭადრაკში, მკლავჭიდსა და ჭიდაობაში გაიმართა. პატარებისთვის ფუნქციონირებდა საბავშვო გასართობი ატრაქციონები. მოეწყო ნატურალური პროდუქტების ფესტივალიც.

დღესასწაულის ფარგლებში, გამოვლინდნენ და დაჯილდოვდნენ საპატიო ბაღდათელებიც. 

ბაღდათობის დღესასწაული გალა კონცერტით დასრულდა .

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *