საჩხერის სასწრაფო სამედიცინო დახმარებას ახალი ადმინისტრაციული შენობა აქვს.
ახალი შენობა არის აღჭურვილი საჭირო ინვენტარითა და კომპიუტერებით. ცენტრში სამუშაო, მოსასვენებელი და ტექნიკური – 11 ოთახია გამოყოფილი. გარე პერიმეტრზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოპარკის განსათავსებლად, სპეციალური სივრცეა მოწყობილი.
იმერეთის მხარის ინფორმაციით, იმერეთის რეგიონის 12–ვე მუნიციპალიტეტს უკვე აქვს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასწრაფო დახმარების ცენტრი, აქედან 11–ს ბოლო 3 წლის განმავლობაში შენობები, იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის მხარდაჭერით გადაეცა.
2017 წლიდან საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრისთვის ადმინისტრაციული შენობებით უზრუნველყოფის პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ერთად ახორციელებს.
ახალი ცენტრი იმერეთის გუბერნატორმა, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა, საჩხერის მაჟორიტარმა დეპუტატმა და მერმა გახსნეს.