ქუთაისში “ვაისალას” წარმოების რადარი განთავსდება, რომლის მეშვეობითაც მოკლევადიანი
და გრძელვადიანი ამინდი პროგნოზის სიზუსტე გაუმჯობესდება. რადარი გარემოს ეროვნულ სააგენტოს ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსური დახმარებით გადაეცა.
“რადარი ხელს შეუწყობს დასავლეთ საქართველოში მოკლევადიანი და გრძელვადიანი ამინდის პროგნოზის გაუმჯობესებას,”-აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში და აღნიშნავენ, რომ სააგენტოს შესაძლებლობა ექნება ახალი რადარული სისტემით სადამკვირვებლო ქსელი გააუმჯობესოს, ხელი შეუწყოს დასავლეთ საქართველოში საკურორტო ზონებზე, შავი ზღვისპირეთსა და მაღალმთიან რეგიონებში ამინდის მოკლევადიანი და გრძელვადიანი პროგნოზის ხარისხობრივ მაჩვენებლების გაზრდას.