11 ოქტომბერს ქუთაისსა და ავსტრიას შორის ავიამიმოსვლა დაიწყება.
ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის დაბალბიუჯეტიანი უნგრული ავიაკომპანია “ვიზ ეარი” ვენის მიმართულებით პირველ ავიარეისს 07:25 შეასრულებს. რეგულარული ფრენები კვირაში ორჯერ: ხუთშაბათსა და კვირას განხორციელდება.
აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ავსტრია რიგით მე-15 ქვეყანა და 21-ე მიმართულებაა, სადაც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან პირდაპირი ფრენები სრულდება.
“ჩვენი აეროპორტიდან ევროპის კიდევ ერთი დედაქალაქის – ვენის მიმართულებით დაიწყება პირდაპირი ავიამიმოსვლა. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს ავიაკომპანია “ვიზ ეართან” 6 წლიანი ნაყოფიერი და საკმაოდ წარმატებული თანამშრომლობა აკავშირებს. 2012 წლიდან მოყოლებული დღემდე ავიაკომპანია ქუთაისის აეროპორტიდან ახალ მიმართულებებს ეტაპობრივად ამატებს. რამდენიმე ქვეყანასთან საქართველომ პირველად დაიწყო პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა სწორედ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის საშუალებით და, რაც მთავარია, ჩვენი მოქალაქეებისთვის ევროპაში მგზავრობა ხელმისაწვდომი გახდა,-“”აცხადებენ ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში”.
11 ოქტომბერს ვენიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში პირველი თვითმფრინავი კი 15:00 საათზე დაეშვება.