სათაფლიის აღკვეთილში ვიზიტორთა მიღება 9 ოქტომბრიდან განახლდება.
ძლიერი ქარის გამო, ბილიკებზე ჩამოცვენილი იყო ხის მოტეხილი ტოტები და მიმდინარეობდა გაწმენდითი სამუშაოები.
როგორც დაცული ტერიტორიების ეროვნულ სააგენტოში განაცხადეს, ამ დროისათვის გაწმენდითი სამუშაოები დასრულებულია, თუმცა, ორშაბათობით სათაფლიის აღკვეთილი ვიზიტორებს არ იღებს.