გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 8 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება
თბილი და უნალექო ამინდი. ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა +24, +29 გრადუსამდე მოიმატებს.
9-11 ოქტომბერს მცირე წვიმა შესაძლოა აღინიშნოს მხოლოდ ქვეყნის ცალკეულ რაიონში. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +22, +27 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.