მასწავლებლის დღესთან დაკავშირებით, ქუთაისის ა(ა)იპ კულტურულ
დაწესებულებათა გაერთიანებამ ოპერისა და ბალეტის თეატრში ღონისძიება მოეწყო.
მერიის განათლების ღონისძიებების პროგრამით, აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით, ღვაწლმოსილი და წარმატებული პედაგოგები დაჯილდოვდნენ. 38-ე საჯარო სკოლის მასწავლებელს, ასევე 37 ბაგა-ბაღისა და 9 კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების პედაგოგებს ფულადი ჯილდო გადაეცათ. ასევე, დაჯილდოვდა 11 ღვაწლმოსილი მასწავლებელი. აქედან, 4 პედაგოგს სამკერდე ნიშანი ,,ამაგდარი”გადაეცა.
მასწავლებლებს პროფესიული დღე ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ მიულოცა და აღნიშნა, რომ მასწავლებლობა ერთ-ერთი რთული და საპასუხისმგებლო პროფესიაა, სწორედ მასწავლებლები უზრდიან ქვეყანას ღირსეულ თაობებს.
,,მინდა მოგილოცოთ თქვენი პროფესიული დღე. მასწავლებლობა საპასუხისმგებლო და რთული პროფესიაა. თქვენ ხართ ერთ-ერთი მთავარი ძალა და ფუნდამენტი, რომ ქვეყანას განათლებული თაობები აღუზარდოთ,”-განაცხადა ქუთაისის მერმა.
შეგახსენებთ, რომ 5 ოქტომბერს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში მასწავლებელთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ. მასწავლებელთა საერთაშორისო დღის აღნიშვნა სათავეს 1994 წლის 5 ოქტომბრიდან იღებს.