2019 წლის ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პროექტში
კაპიტალური პროექტების ჩამონათვალში თანხა ქუთაისის შემოვლითი საავტომობილო გზის მეორე ზოლის მშენებლობისთვისაცაა გამოყოფილი.
მეორე ზოლის მოსაწყობად 54 მილიონი ლარის დახარჯვა იგეგმება. სამშენებლო სამუშაოები 41 კმ-იან საავტომობილო გზაზე ჩატარდება. 2020 წლისათვის – 60 მილიონი, ხოლო 2021 წლისათვის 36 მილიონი ლარის დახარჯვაა ნავარაუდევი. ჯამში პროექტის ღირებულება 150 მილიონს ლარს შეადგენს.
“ქუთაისის შემოვლითი საავტომობილო გზაზე უსაფრთხოება წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემას.აღნიშნული პრობლემის დასაძლევად საჭიროა ღერძულა ხაზზე გადასწრების აკრძალვა. გადასწრების აკრძალვის ეფექტურობის გაზრდის მიზნით, გამოყენებული უნდა იქნას ღერძულა ხაზის გამოცალკევების ისეთი ფიზიკური ზომები, როგორიც არის გამყოფი ბეტონის ზღუდარი და დამატებით ორი ზოლის მშენებლობის სამუშაოების განხორციელება. დღეის მდგომარეობით აღნიშნული გზის მონაკვეთზე არსებული საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესების უზრუნველსაყოფად მოწყობილია ვიდეოსამეთვალყურეო სისტემები და სხვა.
საავტომობილო მოძრაობა არის ცალმხრივი (სამტრედია-ზესტაფონის მიმართულებით) რაც სატრანსპორტო ნაკადის სრული მონაცემების გაანალიზებისათვის არ არის მისაღები. აღნიშნული გარემოება არ იძლევა შესაძლებლობას დონორ ორგანიზაციებთან განხორციელდეს განხილვა დამატებითი ორი ზოლის მშენებლობის სამუშაოების დასაფინსებლად.
ნეგატიური შედეგების შემცირების მიზნით აუცილებელია მაგისტრალის პროექტის გაუმჯობესება საერთაშორისო ტვირთების და მგზავრთა ნაკადის უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილების უზრუნველყოფისათვის.” – წერია პროექტის აღწერაში.
სამუშაოების დასრულების შემდეგ მოწყობილიდა აშენებული უნდა იყოს რკინიგზის სადგურსა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს შორის (700 მ-მდე) დამაკავშირებელი ინფრასტრუქტურა (საგზაო ინფრასტრუქტურა, ავტოსადგომები, გასაჩერებლები, დასასვენებლები, ექსკალატორები და სხვა).